ავსტრალიელმა სპეციალისტებმა საგზაო შემთხვევებისთვის ადამიანის სხეულის ისეთი კონცეპტი შეიმუშავეს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სირთულის ავტოშემთხვევას გაუძლოს.
მანეკენმა მიიღო განსხვავებული ზომები, მეტი მყესი და გაცილებით სქელი კისერი, რაც ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ავტოავარიების დროს.
,,მართალია, ავტომწარმოებლები დაცვის სისტემებს თანდათანობით აძლიერებენ, მაგრამ ადამიანის სხეული უმეტესწილად მაინც საფრთხეშია”, – განაცხადა ავსტრალიური უნივერსიტეტის ინჟინერმა მონაშა დევიდ ლოგანმა, რომელიც გრემის (სხეულის კონცეპტი) შექმნაში მონაწილეობდა.
როგორც სხეულის კონცეპტიდან ჩანს, უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის საკმაო ,,მსხვერპლი’’ დაგვჭირდებოდა, ჩვენი გარეგნობის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა ჩვენს ხელთ რომ იყოს.
გთავაზობთ ვიდეოს: