ავსტრალიელმა მეხანძრეებმა კვლავ გაიხადეს და კვლავ ქველმოქმედებისთვის: ქსელში ტრადიციული კალენდრის ფოტოები მოხვდა, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა კეთილ საქმეებს მოხმარდება.
წელს გადაღების ადგილად ავსტრალიის ველური ბუნების ზოოპარკი შეარჩიეს. სექსუალურ მეხანძრეებს კომპანიონობა ადგილობრივებმაც გაუწიეს – ნახევრად შიშველ ბიჭებთან ერთად ფოტოებზე კოალა, ცხენი და სხვა ცხოველები არიან გამოსახულები.
პირველად, ასეთი თემატიკის კალენდარი გაყიდვაში 1993 წელს გამოვიდა. მას შემდეგ მისი პოპულარობა სულ იზრდება. ერთ-ერთი მეხანძრეს თქმით, სპეციალურად ამ ფოტოსესიისთვის ის 4 თვე ვარჯიშობდა.