LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიულმა ავიაკომპანიამ 8-წუთიან რეისზე უარი თქვა

37

გამოცემა „Berliner Kurier”-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია People’s Viennaline-მა მსოფლიოში ყველაზე მოკლე რეისზე ოფიციალური უარი განაცხადა, მიზეზი – დაბალი მოთხოვნაა. შეგახსენებთ, რომ საუბარია შვეიცარიიდან გერმანიის მიმართულებით განხორციელებულ ფრენაზე, რომელიც პირველად 2016 წლის 2 ნოემბერს შესრულდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებს დიდი მოლოდინები ქონდათ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახალ მარშრუტზე მოთხოვნა აუცილებლად იქნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, 21 კილომეტრის გადასალახად 40 ევროს გადახდა ბევრ ადამიანს არც თუ ისე მიზანშეწონილად ეჩვენება. ამიტომ, მსოფლიოში ყველაზე მოკლე რეისი გაუქმდება და ბოლო ფრენა14 აპრილისთვისაა დაგეგმილი.

https://www.instagram.com/p/4xY-bfJ92t/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები