LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელები 3 თვე მანქანებზე უარს იტყვიან

104
__opt__aboutcom__coeus__resources__content_migration__treehugger__images__2017__05__IMG_8324-6a8963cd49374b518fe5521cd4a1051f

ვენაში საინტერესო ექსპერიმენტს ჩაატარებენ: 40 ოჯახი 3 თვის განმავლობაში პირად ავტომობილზე უარს იტყვის. ამის ნაცვლად ისინი გადაადგილების ალტერნატიულ გზებს გამოცდიან – საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ველოსიპედს და ა.შ. სიახლის შესახებ BMC Public Health წერს.

ექსპერიმენტში მონაწილე ოჯახებს ყოველთვიურად 500 ევროს გადაუხდიან, რათა მათ სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა შეძლონ.

მონაწილეებს ვენის უნივერსიტეტის მეცნიერები დააკვირდებიან. სპეციალურად შექმნილი მოწყობილობისა და გამოკითხვების დახმარებით ისინი დაადგენენ თუ როგორ ცვლიან ადამიანები თავის ჩვევებს და რამდენს ხარჯავენ გადაადგილების ახალ საშუალებებზე.

ექსპერიმენტის მიზანი – იმის გაგებაა, თუ რამდენად კომფორტულია ქალაქში კერძო ავტომობილის გარეშე ცხოვრება და ტრანსპორტის სხვა სახეობებს რა პლუსები და მინუსები აქვთ. ეს სპეციალისტებს დაეხმარებათ, რომ ქალაქში გადაადგილება უფრო ეკოლოგიური და კომფორტული გახადონ.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილი საწვავზე მომუშავე ტრანსპორტს შორის გადაადგილების ყველაზე არაეკოლოგიური სახეობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები