LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელმა ველოსიპედით სიჩქარის რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

34

ავსტრიელმა მარკუს სტოკლმა ველოსიპედით ახალი სიჩქარის რეკორდი დაამყარა. ჩილეს უდაბნო ატაკამაში 42 წლის ექსტრემალმა 167,6 კილომეტრ/საათი განავითარა.

გარბენისთვის სტოკლმა სტანდარტული ველოსიპედი Mondraker Summum გამოიყენა, თუმცა თავად სპეციალურ კოსტიუმსა და შლემში იყო გამოწყობილი, რომელიც საუკეთესო აეროდინამიკისთვის და უსაფრთხოებისთვის არის განკუთვნილი.

ავსტრიელმა სტარტი 4 000 მეტრი სიმაღლიდან აიღო.

სარეკორდო სიჩქარის მისაღწევად მას 650 მეტრი და 11 წამი დასჭირდა, სტოკლი 45 გრადუსიან დაქანებაზე აჩქარდა.

ექსტრემალმა საკუთარი რეკორდი მოხსნა, რომელიც 2011 წელს დაამყარა, მაშინ მან ნიკარაგუაში 164,95 კილომეტრ/საათი განავითარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები