თუშეთში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან გადავარდა.
მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ ავტოავარიის შედეგად 52 წლის ილია იდიძე და 28 წლის ლევან ბახტარიშვილი გარდაიცვალნენ. გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძა და დისშვილი იყვნენ.
ტრაგედია თუშეთის პირიქითა ხეობაში მოხდა. სოფელ დართლოდან დაბრუნებისას, მაღალი გამავლობის ჯიპი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
გარდაცვლილებს მაშველებმა და თანასოფლელებმა სხვადასხვა ადგილას მიაკვლიეს.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.