LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთი დასრულდა

108
default

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი 4-ზოლიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე დღეში გაიხსნება

მოცემული მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება.