LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების და მოტოციკლების მძღოლები გზაზე სიტუაციას განსხვავებულად აფასებენ

52
motonews

ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს თუ როგორ გადაამუშავებენ ავტომობილის და მოტოციკლეტის მძღოლები ვიზუალურ ინფორმაციას საერთო მოხმარების გზაზე გადაადგილების დროს. სპეციალისტებმა გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელიც რესპონდენტთა კოგნიტიურ და ნევროლოგიურ ფუნქციას აკვირდებოდა. აღმოჩნდა, რომ სატვირთო ავტომობილებს და სხვა დიდ ობიექტებს ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ერთნაირად აღიქვამს, ხოლო მსუბუქ ტრანსპორტს ავტომფლობელები ზოგჯერ აიგნორებენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბუნებრივი „ბრმა ზონა“ ადამიანის თვალს ზოგჯერ საშუალებას არ აძლევს, რომ თავისი ავტომობილის გვერდით მოტოციკლეტი შეამჩნიოს. გარდა ამისა, სპეციალისტებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ თვალის მოძრაობის დროს ტვინს ვიზუალური ნიშნების დაბლოკვა შეუძლია, რაც მძღოლის რეაქციაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ექსპერტები მძღოლებს ურჩევენ, რომ გზაზე უფრო ყურადღებით იყვნენ, რადგან შესაძლოა ხშირად მნიშვნელოვანი რამ გამორჩეთ.

რაც შეეხება მოტოციკლეტისტებს, მათ ექსპერტები კიდევ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენას უსურვებენ, რამეთუ მოძრაობის სხვა მონაწილეების მანევრების პროგნოზირება შეძლონ. ასევე, მანამ სანამ მკვეთრად მოხვევას ან გადაჯგუფებას გადაწყვეტენ, უმჯობესია თავისი სურვილის შესახებ ავტომობილის მძღოლებს აცნობონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები