ავტომობილი “ოთხი სტიქია”, რომლისთვისაც დაბრკოლება არ არსებობს – თქვენს წინაშეა ახალი Toyota Land Cruiser Prado!
წითელი ხალიჩა, ბევრი სტუმარი და შთამბეჭდავი შოუ – ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც ყველა დროის ლაქშერბრენდ “ტოიოტას” შეეფერება.
ახალი Toyota Land Cruiser Prado 10 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მაღალი გამავლობის ავტომობილია და გაყიდვებით საქართველოში წლებია, სეგმენტის ბესტსელერია.
განახლებული ვიზუალი, ექსტერიერი, კომფორტული სალონი და უგზოობისთვის განკუთვნილი ფუნქციათა ნაკრები Toyota Land Cruiser Prado-ს შეუცვლელელ ავტომობილად აქცევს, როგორც უგზოობაში, ასევე ქალაქში გადაადგილებისთვის.
ახალი პრადოს მთლიანი სიგრძე 60 მილიმეტრითაა გაზრდილი. ავტომობილს ახასიათებს განსაკუთრებული მანევრულობა – მისი მობრუნების მინიმალური წრე 5,8 მეტრია. საბარგულის თავსახურის (ე.წ. კაპოტი) ახლებური დიზაინი, რადიატორის ცხაურა, განათების ფარები, წინა ბამპერი და ფარების დამცავი – განახლებულმა პრადომ, სრულიად სამართლიანად, სტუმრების გაოცება და მოწონება დაიმსახურა.
თუ თქვენ მზად ხართ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად, Toyota Land Cruiser Prado “ტოიოტა ცენტრ თეგეტაში” გელოდებათ. შეგიძლიათ, ესტუმროთ და თავად გამოსცადოთ ახალი პრადოს უსაზღვრო შესაძლებლობები.