LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში მსხვერპლით დასრულდა

67

ფოთში კლდიაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო ცენტრის მენეჯერის, თეა მიგინეიშვილის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი პაციენტი შემოიყვანა, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალბატონი. ისინი მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფებიან და ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა უტარდებათ“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g