თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები და მიკროავტობუსი შეეჯახა.
ადგილზე საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
გავრცელებული ცნობითვე, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.