მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტობუსი, რომელსაც ტურისტები მაიას ცივილიზაციის ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შედეგად 19-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ავტობუსში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი საკრუიზო ლაინერის მგზავრები არიან, რომელიც რამდენიმე დღით მექსიკის ქალაქ მაჰაჰ უალის პორტში გაჩერდა. ამ დრომდე უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზები.