LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ვარციხის გზაზე – გარდაიცვალა სამი ადამიანი

118
policia-696x392-2020-08-30-15-24-16-456038

დღეს, ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი და ორი მგზავრი.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g