LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში მსხვერპლი მოჰყვა – ავტომანქანა ხევში გადავარდა

193
ავარია

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურდღელაურში მომხდარ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, რა დროსაც ავტომობილში მყოფი ერთი პირი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობითვე, ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი – ექიმების განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g