30 წლამდე ასაკის ორმა მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდი სიჩქარით მოძრავი “ოპელი” ხეს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ თელავის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სიჩქარის გამო საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. დაშავებული მძღოლიც და მგზავრიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა
2 დაღუპული და 15 დაშავებული ადამიანი - ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თელეთთან
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს „მოპედი“ და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად კი 35 წლამდე ორი მამაკაცი დაშავდა.
ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.