LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანულმა არმიამ მადაგიზში დროშა აღმართა: ილჰამ ალიევი

305
Azerbaijan-president-criticises-mediators-as-fighting-continues-620x348

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებმა ერთ-ერთ სტრატეგიულ ტერიტორიაზე, სოფელ მადაგიზზე კონტროლი დაამყარეს.

„დღეს აზერბაიჯანულმა არმიამ მადაგიზში დროშა აღმართა. მადაგიზი ჩვენია. ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – წერს ილჰამ ალიევი.

სომხურ მხარეს ილჰამ ალიევის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანის საელჩო: საქართველოდან მოხალისეები არ გვჭირდება

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა.

დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ქართული მხარე ადასტურებს მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას. ამასთან ყუირადღება გამახვილდა საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციაზე. აღნიშნა, რომ დროებით, ქვეყანამ საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარება შეაჩერა, თუმცა სამოქალო დანიშნულების გადაზიდვები არ შეფერხებულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები