LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანის საელჩო: საქართველოდან მოხალისეები არ გვჭირდება

224
BeFunky-collage (6)

“აზერბაიჯანის სახელმწიფოს და შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ყველა საჭირო შესაძლებლობა მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს,”- ამ განცხადებას აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს და მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ საჭიროებენ არც მოხალისეებს და არც ჰუმანიტარულ ტვირთს.

ასევე, საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ მდგომარეობას, გამოიჩინონ სიფხიზლე შესაძლო პროვოკაციების მიმართ და იმოქმედონ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში.

“თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა”, – აცხადებს საელჩო და დახმარების მსურველებს მოუწოდებს, სურვილის შემთხვევაში, ფული გადარიცხონ აზერბაიჯანის ჯარის დახმარების ფონდში.

აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება სრულად ნახეთ საელჩოს ფეისბუკ გვერდზე.

პოპულარულები