კანის რიგით 71-ე კინოფესტივალი დასრულდა. თუ ფესტივალის გახსნამ ხმაურიანი გამოსვლებისა და ექსცესების გარეშე ჩაიარა, დახურვა ამ მხრივ ნამდვილად სკანდალური გამოდგა. ყველაზე საინტერესო გახდა 42 წლის იატალიელი მსახიობის, აზია არჯენტოს სიტყვით გამოსვლა. ის სცენაზე ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსავლენად გამოვიდა და სკანდალური განცხადება გააკეთა. აზია არჯენტოს თქმით, ის 20 წლის წინ, კანის კინოფესტივალზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„1997 წელს მე ჰარვი ვაინშტაინმა გამაუპატიურა. მაშინ 21 წლის ვიყავი. ეს ფესტივალი მისი სანადირო ადგილი იყო. მიხარია, რომ ის აქ აღარასოდეს დაბრუნდება. ის მუდამ სირცხვილში იცხოვრებს და ვერასოდეს გამოჩნდება კინემატოგრაფში, რომელიც წლებია მის დანაშაულს მალავდა. ახლა ამ დარბაზში ისევ სხედან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ მისი დანაშაულის დაფარვისთვის“, – განაცხადა აზია არჯენტომ.
Le puissant discours d’@AsiaArgento pendant la cérémonie de clôture de Cannes. « J’ai été violée ici en 1997 par Harvey Weinstein ». 👊💪 pic.twitter.com/Qn1uguRzP4
— Hugo Clément (@hugoclement) 19 May 2018