LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაბის ფრენას აღუშფოთებია „საზოგადოება“, ზოგს ვიდეო უდევს პატარა ცინიზმით გამსჭვალული კომენტარით.. ბაბიკო, სიყვარულისგან გეფრინოს მუდამ“ – ნატო დუმბაძე ბაბი კირკიტაძეს

1510
Untitled design

ბაბი კირკიტაძის ვიდეოს, რომელმაც პერფორმანსი შემოგვთავაზა და ანრი ჯოხაძის კონცერტის მიმდინარეობისას ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს „გადაუფრინა“, მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

,,სიყვარული დაფრინავსო და ბაბიც გადმოაფრინე” ❤️

ვოდეო: ნათია გურეშიძე

Posted by რადიო ”არ დაიდარდო”/ Radio “Ar Daidardo” on Wednesday, November 29, 2023

 

„ეს ორი დღეა ბაბის ფრენას აღუშფოთებია „საზოგადოება“, ზოგი შეფარულად, ზოგიც ირიბად, ზოგს ვიდეო უდევს პატარა ცინიზმით გამსჭვალული კომენტარით, იციან რომ კომენტარებში სხვები იქირქილებენ, იცინებენ დაგმობენ, გააკრიტიკებენ, მოკლედ საქმე გამოუჩნდათ! დიდი ხანია არავინ გაუქილიკიათ!

რა ჰქვია ამ ფენომენს არ ვიცი და ვერ ვიცი!

Babi Kirkitadze ბაბიკო შენ კი სიყვარულისგან გეფრინოს მუდამ, ესაა ჩემი კომენტარი!“, – წერს ნატო დუმბაძე.

 

ეს ორი დღეა ბაბის ფრენას აღუშფოთებია “საზოგადოება” , ზოგი შეფარულად , ზოგიც ირიბად, ზოგს ვიდეო უდევს პატარა ცინიზმით…Posted by Nato Dumbadze on Friday, December 1, 2023

 

ვიდეო: არაჩვეულებრივი დუეტები, ბაბის სახიფათო „ფრენა“ და აღფრთოვანებული მაყურებელი – კადრები ანრი ჯოხაძის კონცერტიდან, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები