105 წლის ბაბუამ რეკორდი დაამყარა: ერთ საათში ველოსიპედით 22,5 კილომეტრი გაიარა.
ფრანგმა ბაბუმ რობერტ მარშანმა რეკორდი 105 პლუს ასაკობრივი კატეგორიაში დაამყარა. 105 წლის მამაკაცი ერთი საათი ატრიალებდა პედლებს, წრეზე დადიოდა და ჯამში 22,5 კმ გამოუვიდა. მარშანი იმდენად გაყოყოჩდა, რომ იმედი გამოთქვა, ვინმე მეტოქე გამოუჩნდება, რათა სამომავლო სტიმული ქონდეს.
რობერტ მარშანი 100 და 102 წლების კატეგორიის რეკორდსმენია.