LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო დოლიძე: მალე პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში „ქართული ოცნება“ მარტო დარჩება

87
ბაჩო დოლიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ISFED-მა საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, კვლავ აყენებენ ულტიმატუმს, თუ ხსნიან მოთხოვნებს, თუ მოხსნიან, სრულად შეუძლიათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ეხმიანება.

მისი თქმით, პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში „ქართული ოცნება“ მარტო დარჩება, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ არაფერი შეიცვალოს.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას დროებით აჩერებს

„უპასუხისმგებლო განცხადებაა. მთავარი ფოკუსი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება, იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის რეკომენდაციაში ერთ-ერთი პრიორიტეტული წერია არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა, ამ დროს უცებ იგონებენ, რომ თურმე ვიღაცას ბოდიში აქვს მოსახდელი, ვიღაცას ახსნა-განმარტება აქვს გასაკეთებელი, ამისთვის იცლიან.

ჩვენს პარტიას, რომ ეპატიჟებოდნენ სამუშაო ჯგუფში, ჩვენთან რატომ არ ჰქონდათ მსგავსი ტიპის კითხვა? ასეთივე მოთხოვნას რატომ არ გვიყენებდნენ? ჩვენ არ დავდიოდით ამ აქციებზე? ჩვენ ვაპროტესტებდით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, იმიტომ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარე აირჩია. თუ ამის გამო ვინმეს ბოდიშებს ახდევინებს, უკაცრავად მაგრამ ბოდიშს ვერასდროს მიიღებს. თითოეული სამოქალაქო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის თუ რიგითი მოქალაქის გადაწყვეტილება იმ აქციების დროს ძალიან მკაფიო იყო – ხელისუფლების სამარცხვინო პოზიცია არ გაიზიარა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ არაფერი შეიცვალოს, დარჩეს ისევ ავტოკრატიული რეჟიმი, კრიტერიუმები განსაზღვროს ვინ უნდა დაესწროს, ვითომ სამუშაო ჯგუფებს. თუკი მოვისმინეთ იმ პარტიების გამონათქვამები, ვინც უერთდება სამუშაო ჯგუფებს, პირდაპირ ამბობენ, რომ იქ წყლის ნაყვის გარდა, არაფერი ხდება, ეს მაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან მალე მარტო დარჩება ამ სამუშაო ჯგუფებში და საბოლოო ჯამში გარიყული დარჩება ჩვენი საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ საზოგადოებას არჩევანი გაკეთებული აქვს ევროპის სასარგებლოდ, „ქართულ ოცნებაა“ ერთადერთი, რომელიც რუსულ ვექტორზე რჩება. ეს მაძლევს საშუალებას, რომ „რუსული ოცნება“ მარტო დარჩება“, – განაცხადა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები