LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო დოლიძე: ზოგადად ყველა პოლიტიკოსს აქვს ბოდიში მოსახდელი ამ ქვეყნის წინაშე, რადგან ვერ დავასრულეთ ეს პოლიტიკური ქიშპობა

63
1635752681-10987314-1528112484121067-6170972566726298266-n

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ მან 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, „საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივას წერილობითი მიმართვით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში საპროტესტო შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

სააკაშვილის თქმით, დიალოგის დასაწყებად „საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ასეთ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ არ აქვს ილუზია, რომ მსგავსი შეხვედრისთვის მას გაათავისუფლებენ, ამიტომ შეხვედრის ადგილად გორის სამხედრო ჰოსპიტალს მოიაზრებს.

როგორ უყურებენ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მესამე პრეზიდენტის პარტიაში და ხედავენ თუ არა პერსპექტივას, აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ისაუბრა.

რა პოზიცია გაქვთ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით? როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანაში რა გზით შეიძლება დასრულდეს პოლარიცაზია და შესაძლებელია თუ არა, თქვენი შეფასებით, დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეების შეთანხმება?

პრეზიდენტი: პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ

„ახლა მნიშვნელოვანია ეს სიტყვები კონვერტირდეს პირდაპირ საქმეში, მე პირადად, გამიხარდება, თუ ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ თუნდაც პარტიული ინტერესები, შეიძლება რაღაც მომენტში კომპლექსები და გადავერთოთ იმ დიალოგში, რომელიც განმუხტავს მდგომარეობას ქვეყანაში და პოლარიზაციას გაუკეთებს ცალსახად.

სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდგომ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, თანხმობა განაცხადა, რომ აღნიშნული დიალოგი შედგეს და იყოს სხვადასხვა მოდელი მოყვანილი. მე გამიხარდა, როცა მოვისმინე ქვეყნის მე-4 პრეზიდენტის განცხადება, მარგველაშვილის პოზიცია, რომელიც ასევე მზაობას გამოთქვამს, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივა რეალურია რომ განხორციელდეს.

ახლა, რა თქმა უნდა, ისევ ჯერი მიდგება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, რომ ტყვედ არ იქნება თავისივე ინიციატივის.

მარგველაშვილი: თუ მოხდება სამი პრეზიდენტის შეხვედრა, მსოფლიოსთვის იქნება ძალიან ცივილიზებული გზავნილი

თვითონ პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს მოიცავს, რა თქმა უნდა, არამარტო პრეზიდენტების ჩართულობას, არამედ სამოქალაქო ჩართულობას აქტიური ჯგუფების, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის.

რა დოკუმენტიც შემუშავდება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მე ვფიქრობ, რომ უპრეცედენტო ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის დაძლევის, როდესაც მხარეები სხდებიან იმისათვის, რომ ქვეყანამ წინ იაროს,”-აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

"ახლავე მოგიყვებით ყველაფერს“ - რას ამბობს ზურაბიშვილი გორის ჰოსპიტალში სამი პრეზიდენტის შეხვედრის შესაძლებლობაზე

საქართველოს პრეზიდენტს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ ქუჩაში დასმულ ჟურნალისტის შეკითხვებს არ პასუხობს.

მოვისმინეთ, ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადება, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შერიგებაზე საუბარი მას შემდეგ გახდება ლეგიტიმური, თუ “ნაციონალური მოძრაობა” შეცვლის რიტორიკას და წავა პოლიტიკიდან.

როგორ აფასებთ კობახიძის აღნიშნულ განცხადებას? მით უმეტეს, თუ პოლიტიკიდან წახვედით და ასე ვთქვათ, თამაშიდან გახვედით, რა შერიგებაზე შეიძლება იყოს საუბარი?

სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის ჰოსპიტალში პრეზიდენტების შეხვედრას სთავაზობს

„რატო უნდა შევცვალოთ რიტორიკა თუ პოლიტიკიდან მივდივართ საერთოდ? არ ვიცი ვისთვის გაკეთდა ეს განცხადება, ვიღაცისთვის ნამდვილად გაკეთდა.

მე მოვისმინე როგორც კობახიძის, ისე კალაძის და სხვა დეპუტატების განცხადებები, მაგრამ მინდა გითხრათ, იმდენად მნიშვნელოვანი პროცესი არის ეს და იმდენად საჭირო პროცესს შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი, რომ ჩვენ თამამად შეგვიძლია ცალკეული პოლიტიკოსების გამოხტომებს საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება და ისევ ვიყოთ ფოკუსირებული ამ ყველაფერზე, რომ შედგეს ეს ინიციატივა, ეს დიალოგი. უნდა მოვიფიქროთ ფორმატი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ მარტო პოლიტიკოსებზე არ იქნება გადამწყვეტი როლი.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეების შერიგებას გულისხმობს, პარლამენტში არაერთი განცხადება გაკეთდა. მმართველი გუნდის წევრების თქმით, პირველ რიგში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ბოდიში საზოგადოების წინაშე აქვს მოსახდელი.

ასეა? აქვს ნაციონალურ მოძრაობას ბოდიში მოსახდელი საზოგადოებისთვის?

„მე მგონი, ზოგადად, ყველა პოლიტიკოსს აქვს ბოდიში მოსახდელი ამ ქვეყნის წინაშე იმიტომ, რომ ვერა და ვერ დავასრულეთ ეს პოლიტიკური ქიშპობა და ვერ გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე.

თუ კი ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი და მოიხდის ბოდიშს საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას.

არ მიმაჩნია, რომ ბოდიშის მოხდა დაკნინებაა. აქ საუბარია იმაზე, ამ ყველაფრის უკან გულწრფელობა იმალება, თუ უბრალოდ პოლიტიკური კეკლუცობაა.

იმიტომ, რომ დღესდღეობით რა განცხადებებსაც აკეთებს ხელისუფლება, ცალსახად იწვევს ამ შემთხვევაში ოპონენტებს, ოპონენტებში ვგულისხმობთ ჩვენ საკუთარ თავს.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაკნინდეს ეს პროცესი და მესმის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრის ინტერესებში არ შედის ეს.

მაშინ, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა არის მაღალი, ამ დროს, რა თქმა უნდა, არ ექცევა ყურადღება რეალური პრობლემების მოგვარებას.

შესაბამისად, ძალიან ბევრი რამე იმალება და არ ექცევა ჩვენი მხრიდან ყურადღება, თუ რა ხდება მაგალითად ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, სოციალური მიმართულებით.

ანუ იხარშება ისევ და ისევ ამ ორი პარტიის შორის ჭიდაობაში და რეალურად საქმე არ კეთდება და მივდივართ და მივდივართ უკანა სვლით, მაშინ როცა 1 ნაბიჯის ნაცვლად სამს უნდა ვდგამდეთ, თუ ჩვენ გვინდა რეზულტატზე, რაღაც ფონზე გავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს,“-განაცხადა ბაჩო დოლიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g