LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაჩუკი ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება, მის თვალწინ ვიზრდებოდი… პირველი ჭიქა ღვინოც ბაჩუკის ოჯახში გავსინჯე“ – ნიკა მელია

335
ბაჩუკი ქარდავა ნიკა მელია

55 წლის ასაკში პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აქვეყნებს და წერს, რომ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

„ბაჩუკი ქარდავაზე უკვე წარსულში გვიწევს საუბარი ( ბაჩუკი ქარდავა ჩემთვის პირადად, უპირველესად ბავშვობასთან, ზუგდიდთან ასოცირდება. მართლაც მის თვალწინ ვიზრდებოდი.

ყოველ ზაფხულს ზუგდიდში ვატარებდი, ჩვენს მეზობლად, ვარშავის ქუჩაზე ცხოვრობდნენ ძმები ბაჩუკი და ელგუჯა ქარდავები. ბაჩუკი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო… ბევრი რამ მაკავშირებს ამ პატარა ქუჩასთან, ბევრი რამ მახსოვს – აგურებით მონიშნულ კარში ფეხბურთის თამაშით დაწყებული, მეზობლების ბაღებიდან თხილისა და ბუშმალის მოპარვით დამთავრებული.

პირველი ჭიქა ღვინოც ბაჩუკის ოჯახში გავსინჯე და იმ პირველივე ჭიქით დავთვერი კიდეც – პატარა ვიყავი… მერე ბაჩუკი ეროვნულ მოძრაობაში შევიდა, მაშინ ვერც ვხვდებოდი სად და რას აკეთებდა…

რას წარმოვიდგენდი თუ შემდეგში ერთად ვიქნებოდით ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ დღესაც და ყოველთვის, ბაჩუკისთან ურთიერთობაში, მუდამ სხვა ემოცია მაკავშირებდა, პირველი ყოველთვის ზუგდიდი და ბავშვობა მახსენდებოდა და მერე პოლიტიკა და სხვა ყველაფერი. მისი მხრიდანაც სხვა ტიპის სიყვარულს და სითბოს ვგრძნობდი მუდამ…

ნათელი მის სულს.

ვიზიარებ ოჯახის ღრმა მწუხარებას“, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g