„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას მამა აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ, შვილთან კონტაქტი არ ჰქონია.
ვიდეო: კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს
როგორც ტარიელ ესებუა ამბობს, მისი შვილი ნათესავის სახლში დააკავეს:
„დაკავებულია, თქვენც ძალიან კარგად იცით, სად დააკავეს. მეტი არაფერი ვიცი. ომიანე ჯიქია ჩვენი ნათესავია, მეუღლის ბიძაა, მაგრამ მათ ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, ხუთი წლის წინ ვიყავი ოჯახში პანაშვიდზე.
რატომ აირჩია ბადრიმ ის ოჯახი, არც ეს ვიცი. ამ ხნის განმავლობაში, ბადრისთანაც არანაირი კონტაქტი არ მქონია, თუ დამიჯერებთ. მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა, ჩემი შვილი არ მინახავს“, – თქვა ტარიელ ესებუამ.
ცნობისათვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს, გამთენიისას სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.
ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარის მიღების შემდეგ კი გაქცევა მოახერხა.
ამავე თემაზე:
მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, დაკავებული ბადრი ესებუა ჩანს
ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს