LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ესებუასა და მოწმეს შორის შელაპარაკება მოხდა – „მანდ ზის ცხოველი“.. „ქალბატონო ანა, სარკე არ გაქვთ სახლში“?

549
ფორტუნა - 2023-03-23T151303.993

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გრძელდება.

ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ, ანა ფიფიამ ბადრი ესებუას „ცხოველი“ უწოდა.

„ჩემს თვალში, მანდ ზის ცხოველი. გასროლის ხმაზე ყველას შეეშინდებოდა მაგის გარდა“, – განაცხადა ფიფიამ.

მოსამართლემ ფიფიას ბრალდებულის შეურაცხყოფის გამო შენიშვნა მისცა.

თავის მხრივ, ბრალდებულმა მოწმეს პასუხი გასცა და მიმართა: „ქალბატონო ანა , სარკე არ გაქვთ სახლში?!“

ფიფიამ ჩვენების მიცემისას თქვა, რომ ბანკზე თავდასხმა ესებუამ განახორციელა.

ადვოკატმა ფიფიას ასევე ჰკითხა, საიდან იცის დაზუსტებით, რომ თავდასხმა ესებუამ განახორციელა, რაზედაც მან უპასუხა რომ, სხვა შემთხვევაში, ბრალდებული სასამართლოში არ იქნებოდა. ფიფიას თქმით, მის თვალში ბრალდებული დამნაშავეა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რა რეაქცია ჰქონდა ბადრი ესებუას, როდესაც შენიშნა, რომ კამერა უღებდა

„ჩემი თხოვნა იქნება, არ აწვალოთ ეს ადამიანი, ძალიან ცუდ დღეშია..“ – რა თქვა ბადრი ესებუამ პროცესზე და რა შუამდგომლობა დააყენა პროკურორმა

ამავე თემაზე:

„ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“ – ბადრი ესებუა მოწმე პოლიციელს

„ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით–მეთქი“ – ესებუას პროცესზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დაკითხეს

პოლიციელი: ბადრი ესებუამ დაკავების შემდეგ გასაუბრებისას თქვა, რომ ბანკი მან დააყაჩაღა – ვკითხეთ, სად არის თანხა, გაიცინა, თქვა, ნახევარი დავხარჯეო

ვიდეო: როგორ გადასცემს ავთანდილ გალდავა თავდამსხმელს თანხას 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g