ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის შეწყვეტილი პარტნიორობის შეთანხმება აღდგეს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-თან ურთიერთობის აღდგენა ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია. როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, „ამისთვის საჭიროა სათანადო პირობების შექმნა“.
ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა: „ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი“
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, ის ნაბიჯები გადადგას, რაც შესაბამის პირობებს შექმნის, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული შეთანხმება შედგეს. ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის და ამაზე გვქონდა საუბარია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, საქართველო იმ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მიღმა არ დარჩეს, რასაც ჰქვია აშშ-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კორიდორის უსაფრთხოებისა და მშენებლობაში.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორს სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. აშშ-ი გამოდის როგორც მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ კორიდორის და იმ ქვეყნების სუვერენიტეტის უსაფრთხოებას, რომელიც ჩართული არიან ამ სატრანსპორტო კორიდორის განხორციელებაში. იგივე უნდა მოხდეს საქართველოსთან მიმართებაში. აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში – კერძოდ, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და მის ფუნქციონირებაში. აშშ-ი უნდა იყოს გარანტორი იმისა, რომ ეს დერეფანი საქართველოს გავლით იქნება უსაფრთხო და საქართველოს სუვერენიტეტი იქნება დაცული. მხოლოდ აშშ-ს აქვს ძალა, რომ უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
