LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე – ქვეყანაში პოლიციური დიქტატურა დამყარდა – ერთადერთი სწორი პასუხია ერთიანი უწყვეტი წინააღმდეგობის გაწევა

119
Capture

„ივანიშვილმა საქართველოში საპოლიციო დიქტატურა დაამყარა“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი  საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, პოლიციური დიქტატურის წინააღმდეგ ერთადერთი სწორი პასუხი პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოების ყველა სფეროს ერთიანობაა.

„ქართული ოცნება“ მხოლოდ და მხოლოდ ჩიხში შეიყვანს ისედაც ურთულეს პოლიტიკურ კრიზისს. როგორ ჩანს, ამოცანა აქვს “ქართულ ოცნებასა” და მის დამფუძნებელს, რომ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს იმიტომ, რომ სწორედ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიზანი, რომ საქართველოში ვითარება იყოს უკიდურესად დაძაბული და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება”, პრაქტიკულად, იმართება რუსული სპეცსამსახურების მიერ.

ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლიციური დიქტატურა დამყარდა ქვეყანაში, ერთადერთი სწორი პასუხი არის პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოების ყველა სფეროს ერთიანობა და ერთიანი უწყვეტი წინააღმდეგობის გაწევა ამ უკანონო, არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობაზე, რომ დააშინოს ქართველი ხალხი, რომ ამ რეპრესიებით შეაჩეროს სამართლიანი პროტესტი, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები უწყვეტად გამოხატავენ რუსთაველზე და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ეს გამოიწვევს პირიქით რეაქციას, ამან პირიქით – საზოგადოების კონსოლიდირებას უნდა შეუწყოს ხელი იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეჟიმის მიერ ადამიანების დაშინებას უნდა მოჰყვეს საზოგადოების გამთლიანება პასუხად და ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ეს ერთიანობა იყოს ურყევი და იმისათვის, რომ ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნები აუცილებლად აღსრულდეს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g