LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებულმა მაღალჩინოსნებმა ბრალი აღიარეს

257
BeFunky-collage (46)

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ბრალი აღიარეს. პროკურორის განმარტებით, ილია გამგებელის და დავით ქოქიაშვილის აღიარებითი ჩვენება მათ გამოძიების ეტაპზევე მოიპოვეს, თუმცა აღნიშნული ბრალდება დაკავებულებმა დღეს, სასამართლოს წინაშეც დაადასტურეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, სასჯელი 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე მესამე ბრალდებული პირი, ლევან ქარდავა კი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. ჩანაწერების მიხედვით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ. აღნიშნულიც საქმის ფარგლებში, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებას ედავებიან. პროკურატურის განცხადებით, ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g