LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

228
saqalaqo-sasamartlo-770x481

თბილისის საქალაქო სასამართლომ კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს, ილია გამგებელსა და დავით ქოქიაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი გაათავისუფლეს

მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, ლევან ქარდავა, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ე.წ. ნავთლუღის ეპიზოდზე მსჯავრდებულია, დღევანდელ სასამართლო სხდომას საკუთარი ნებით არ დაესწრო. ამავე სხდომაზე მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 დეკემბერს ჩანიშნეს.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დაკავებულიდან დანაშაულს არც ერთი აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოპულალურები