LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ვადაჭკორია: ვცდილობ ამ ფოტოებით მაინც გაგილამაზოთ პანდემიით გამოწვეული სტრესული მდგომარეობა…ამიტომაც ვდგები დილის 5 საათზე, აპარატურით რამდენიმე კილომეტრს ფეხით გავდივარ…”

361
BeFunky-collage (1)

ცნობილი ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია საახალწლოდ მორთული დედაქალაქის ქუჩების ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ საკუთარი ფოტოებით ცდილობს ადამიანებს პანდემიით გამოწვეული სტრესული მდგომარეობა შეუმსუბუქოს.

“რა უნდა გითხრათ?! ვცდილობ რომ ამ ფოტოებით მაინც შეგიმსუბუქოთ და გაგილამაზოთ პანდემიით გამოწვეული სტრესული მდგომარეობა.. ამიტომაც ვდგები დილის 5 საათზე, შტატივით და აპარატურით რამდენიმე კილომეტრს ფეხით გავდივარ რომ თქვენ გიჩვენოთ ეს სილამაზეები, იცით რომ მე 73 წლის ვარ ოპტიმიზმით და თქვენი სიყვარულით სავსე, სწორედ ეს მაძლევინებს იმ სირთულეებს რაც ჩვენს გარშემო დაცურავს…

არ გაბედოთ სიკვდილი სანამ ცოცხალი ხართ… ესეც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება… გაიგეეეთ?! -ყველაფერი კარგად იქნება!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! აწი ყოველდღე მოგილოცავთ! მიყვარხართ!!!!” – წერს ბადრი ვადაჭკორია.

პოპულარულები