ბაღდადში არეულობის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით პირი. ერაყის ხელისუფლებამ დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
დედაქალაქის „მწვანე ზონაში“ გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის, მუყთადა ალ-სადრის ასობით მხარდამჭერმა იერიში მიიტანა სამთავრობო შენობებზე.
მედიის ცნობით, არეულობა ერაყის დედაქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც ალ სადრმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ერაყში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.