LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღებში კალორაჟის შემცირება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოხდა – კახა კალაძე

78

“საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოხდა, როგორც ხდება ხოლმე ყველგან მთავრობის გადაწყვეტილებით,”- ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტების შეკითხვა, რატომ შემცირდა ბაღებში საკვების კალორაჟი და არის თუ არა ეს დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტებთან. მისივე თქმით, ბაღებში საკვები შემცირებული არ არის.

კახა კალაძემ კომპანია”ნილის” დისკვალიფიცაციის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიასთან, რომელიც ბაღებს საკვებით ამარაგებს, გაფორმებული ხელშეკრულება დროებითია.

“დისკვალიფიკაცია მიეცა იმიტომ რომ ტენდერთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია და ამის გამო ეს ტენდერი ვერ ჩაითვლებოდა ჩატარებულად. შესაბამისად, თავიდან გამოცხადდა ტენდერი, რომელიც მიმდინარეობს და ხელშეკრულება ერთი თვის ვადით არის გაფორმებული, რომ ბავშვებს კვება ჰქონდეთ,”-განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ რძის ღვინის დიზაინის პაკეტში შეფუთვის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პროდუქტი უკვე ამოღებულია და ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

“ჩვენ კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როცა საქმე ეხება ბავშვებს, ზოგადად, ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებული მთავრობა, შესაბამისად, ყოველთვის ვიქნებით მაქსიმალურად მომთხოვნები და რაც არ უნდა გაკეთდეს, ეს ეხება ყველა პროექტს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის საუკეთესო ხარისხს მოვითხოვთ. ვერ შევეგუებით, რომ ვიღაცამ რაღაც წაიხალტუროს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბავშვებს.

როცა ჩვენმა მონიტორინგმა გამოაშკარავა პრობლემა, მაშინვე პროდუქტი იქნა ამოღებული, გადავაგზავნეთ ლაბორატორიაში, პასუხი იქნება ალბათ უახლოეს საათებში, თუ რა სახის პროდუქტია და თუ პრობლემებია, ზომები იქნება უმკაცრესი,”-აღნიშნა კახა კალაძემ.

ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმაც და აღნიშნა, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტის სხვა პროდუქტის დიზაინის პაკეტით შეფუთვა შესაფუთი მასალის მარაგის ამოწურვით იყო განპირობებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g