LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგრამის ბაზასთან აფეთქება მოხდა

160
bagr

თავდაცვის მინისტრმა დღეს 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახების გარდა, იმ ადამიანებსაც მიუსამძიმრა, რომელთა ოჯახის წევრებიც გუშინ, ბაგრამის ბაზასთან მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლნენ. ლევან იზორიას თქმით, ამ ინციდენტის შედეგად, ქართველი სამხედროების რიგებში მსხვერპლი და დაზიანება არაა.

“ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო მისია და კიდევ ერთხელ ხედავთ, რა საფრთხეებთან უწევთ გამკლავება ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს”, – განაცხადა იზორიამ.

ბაგრამის ბაზასთან აფეთქება გუშინ მოხდა, რასაც 4 ამერიკელი შეეწირა. დაჭრილია სამი. ისინი ამჟამად მკურნალობენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა “თალიბანმა” აიღო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები