LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: “აღარ დაიწყოთ, ხალხი ქუჩაში არ გამოდისო, რატო გამოვა? მალე ვინც გამოსულია, ისიც უკან შევა”

11417
BeFunky-collage (8)

უფლებადამცველი ბაია პატარაია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ამის შესახებ პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის დაძლევისკენ არის მიმართული: ხერხეულიძე

“ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება?

და აღარ დაიწყოთ, “ხალხი ქუჩაში არ გამოდისო”. რატო გამოვა? მალე ვინც გამოსულია, ისიც უკან შევა.

არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი ცუდი ხელისუფლება, როგორიც ახლა ჰყავს. და ოპოზიცია?

პ.ს. ადრე მეგონა, პოლიტიკოსები სხვებზე ჭკვიანები იყვნენ, და რომ უბრალოდ მე არ მესმოდა რაღაცეები; თურმე მათ არ ესმით ელემენტარული,”-წერს ბაია პატარაია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g