აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერთან იმ შედეგების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ჩინეთი რუსეთისთვის დახმარების გაწევის შემთხვევაში მიიღებს.
ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს:
“პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ესაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს.
საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას. პრეზიდენტმა ბაიდენმა ისაუბრა შეერთებული შტატებისა და პარტნიორების შეხედულებებზე ამ კრიზისის შესახებ.
ჯო ბაიდენმა დეტალურად აღწერა ჩვენი ძალისხმევა, რათა თავიდან აგვეცილებინა და გვეპასუხა რუსეთის შეჭრისთვის, მათ შორის სანქციების დაკისრებით. ბაიდენმა აღწერა შედეგები იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, რადგან ის ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში