ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს.
BBC-ის ცნობით, თანხა თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის შეძენას, ასევე სამხედრო მომზადებისა და სწავლების ხარჯების დაფარვას მოხმარდება.
თეთრი სახლი ასევე მუშაობს უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „ნასამსების“ მისაწოდებლად. პენტაგონის ცნობით, ახალ პაკეტში შევა „ჰაიმარსის“ საარტილერიო-სარაკეტო სისტემისთვის დამატებითი საბრძოლო მასალები, 23 000 ერთეული საარტილერიო ჭურვი, 5 000 ერთეული დისტანციური ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, რადიოლოკაციური რაკეტები, 200-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება.