LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახმაროში 5 წლის გოგონას ცხენმა გადაუარა – მოზარდი სახის ძვლების ტრავმით კლინიკაშია გადაყვანილი

243
1

ბახმაროში, დაახლოებით, 5 წლის გოგონას, მოზარდმა, შემთხვევით ცხენით გადაუარა.

ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ შეტყობინება მოქალაქისგან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიიღეს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, მოზარდი ჩოხატაურის საავადმყოფოდან ქუთაისის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. 

როგორც ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკის დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, სწორედ ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს მისი გადაყვანა ქუთაისის სპეციალიზებულ კლინიკაში:

“ამ დილით ჩვენთან შემოიყვანეს ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, ასევე, ტვინის შერყევა. ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მისი გადაყვანა ქუთაისის სპეციალიზებულ კლინიკაში.” – ამბობს ანტონ ხუნდაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g