LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტაძე: ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ქართული ბიზნესი უნდა იყოს

86
Economy40

მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგს განსაკუთრებული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს. აუცილებლად უნდა ვგრძნობდეთ მაჯისცემას 24-საათიან რეჟიმში, თუ რა აწუხებს ბიზნესს, რა საკითხებია ოპერატიულ რეჟიმში გადასაჭრელი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის არსებობის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქართული ბიზნესი უნდა იყოს.

„ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რგოლი იმ სტრატეგიაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. გვწამს, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ქართული ბიზნესი და უნდა იყვნენ ქართველი მეწარმეები, შესაბამისად, დიალოგს მთავრობასა და ბიზნესს შორის აქვს განსაკუთრებული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი. რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვანი და ყველასთვის სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ, რომ FITCH-მა გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა დღევანდელი დღის მდგომარეობით რეგიონში, ვისაც ეს რეიტინგი გაუზარდეს. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის მეორე ნახევარი იყო განსაკუთრებით რთული რეგიონისთვის და შესაბამისად, ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეს წარმატება განპირობებულია სწორედ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობით, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ ყველა ინიციატივა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს, აუცილებლად იქნება შეჯერებული კერძო სექტორთან“, – განმარტა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g