LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურ ბაკურაძე: „მთელი მსოფლიოს საუკეთესო ექიმები, კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები, ორგანიზაციები, მთავრობები, მხედრობები, გაიძახიან, აიცერითო და 8 კრეტინის ნათქვამს უნდა გაეკიდოთ მაინცდამაინც?“

1542
bakurbakuradznews45

გადაცემა „ავტოგრაფის“ რეჟისორი, დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და აღნიშნავს:

„მეცნიერებამ და მედიცინამ მოახერხა ის, რომ ახლა, XXI საუკუნეში, ცოცხალი ხარ, ხელში გიჭირავს შუშისა და პლასტმასისაგან გაკეთებული რაღაც ნივთი და მისი საშუალებით ესაუბრები მსოფლიოს და ბევრს ტლიკინებ იმაზე, რომ ბუნებამ თურმე უკეთ იცის!

ხო! რაც მთავარია, ამ დროს ჩაწერილი ხარ ექოსკოპიაზე ან ტომოგრაფიაზე მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, რომ მშვიდად იყო და უმტკიცებ ნახევარ პლანეტას, რომ ბუნებამ უკეთ იცის!

მოდი, ძმაო, მოიქნიე ეგ ტელეფონი, წადი ფეხით ტყეში და დასახლდი!

ქვით გამოთალე სარი, რომლითაც აიშენებ ხუხულას და აგროვე ბალახები და აყენე ნაყენები!

ჰო, იქ რომ მიხვალ, სადაც ყველანი მივალთ ოდესღაც, „ნავი რომ გამოგიგზავნე, რატომ არ დაჯექიო“ რომ შეგეკითხება, ეს სტატუსი არ გაიხსენო და არც მე დამაბრალო არაფერი.

რა გაბურღეთ ტვინი?!

მთელი მსოფლიოს საუკეთესო ექიმები, კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები, ორგანიზაციები და რა ვიცი კიდევ, მთავრობები, მხედრობები, გაიძახიან აიცერითო და 8 კრეტინის ნათქვამს უნდა გაეკიდოთ მაინცდამაინც?

დიდი ბოდიში, ახლა თქვენ გამო თუ ვერ მოიცლიან და თვით ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი, თუ არ ჩამობრძანდებიან განკაცებულნი, რომ თავად მათ გირჩიონ როგორ მოიქცეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები