LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი ფილმ „შინდისის” ჩვენებით გაიხსნა

2773
erovnuli kionocentri

ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. ღონისძიება დიმიტრი ცინცაძის ფილმ “შინდისის” ჩვენებით მაყურებლით სავსე დარბაზში გაიხსნა. ფილმის ჩვენებას კინოსექტორისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია “შინდისის” შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან.

„აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებო“ - გია ყანჩელმა ფილმი „შინდისი“ მუსიკალურად გააფორმა

მცირე პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთ წინადადებას მეუბნება: ხვალ დილით, 11 საათზე გელოდები, ჩემთან სახლში.

ქართული კინოს ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“ და იგი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ.

ქართული კინოს ფორუმი 13 ოქტომბერს დაიხურება.
კინოჩვენებები კინოთეატრ „ბაკურიანში“ იმართება და მათზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება.

„შინდისის“ ევროპული პრემიერა 11 ოქტომბერს ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება – „არტ-FM“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g