LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალტიის რეგიონის კომპანიები ფარულად ამარაგებენ რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“- LRT

184
LRT

ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის კომპანიები რუსეთს ეხმარებიან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირებაში – ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით ლიეტუვის საზოგადოებრივი მედიაკომპანია LRT წერს.

გამოძიების თანახმად, ყოველდღიურად რუსულ ტანკერებს ბალტიის ზღვის გავლით გადააქვთ მილიარდობით დოლარის ნავთობი და მაშინ, როცა ბალტიის ქვეყნები უკრაინაში ომის გამო რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის განსაკუთრებულად აქტიურ მომხრეებს შორის არიან, ბალტიური კომპანიების ქსელი მოსკოვის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხმარება.

საუბარია ტანკერების მომარაგებაზე ე.წ. საბუნკერო, ანუ მათი გადაადგილებისთვის საჭირო საწვავით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g