LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანანი, ავოკადო და სხვა პროდუქტები, რომლებიც მსუნაგობის დაძლევაში დაგეხმარებათ

623

რა თქმა უნდა, ნებისყოფა და თვითკონტროლი მთავარია თუ საკუთარი კვების რაციონის შეზღუდვა გინდათ. თუმცა, ხშირად ორგანიზმი თვითონ გვკარნახობს „თამაშის წესებს“ და აბსოლუტურად არ უსმენს გონებას, რასაც თავისი მეცნიერული ახსნა აქვს – ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ დიდი რაოდენობით ცხიმების შემცველი პროდუქტი, რომელსაც ადამიანი რეგულარულად მიირთმევს, ჰორმონალურ ცვლილებებს და ორგანიზმში დისბალანსს იწვევს, რაც ძალიან ჰგავს ნიკოტინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. გთავაზობთ, იმ პროდუქტების მოკლე ნუსხას, რომლებიც მსუნაგობისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.

ხუმუსი

ხუმუსი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კლასიკური კერძია და იმდენად მდიდარია უჯრედისით და მცენარეული ცილებით, რომ უნიკალურ პროდუქტად ითვლება მათთვის, ვისთვისაც სულერთი არაა ჯანსაღი კვება და საკუთარი ჯანმრთელობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ახლადმოდუღებული ყავა

ყავა და განსაკუთრებით კაპუჩინო საუკეთესო დამატებაა მათთვის, ვინც კვების რაციონის შეზღუდვას ცდილობს, რადგან ყავა საკმაოდ მკვებავი პროდუქტია, რომელიც დაგეხმარებათ უარი თქვათ დამატებით კალორიებზე. მთავარია, არომატული სასმელი შაქრის გარეშე მიირთვათ.

ავოკადო

ცხიმებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ავოკადოა. თუ ეგზოტიკური ხილი არ გიზიდავთ მაშინ ის  სასარგებლო ცხიმებით მდიდარი პროდუქტით – ზეითუნის ზეთით ან თხილით ჩაანაცვლეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნატურალური იოგურტი

იოგურტი არომატიზატორების და სხვა საკვები დანამატების გარეშე, კალცის მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც საკმაოდ სწრაფად აძლევს გონებას სიგნალს, რომ კუჭი დანაყრდა.

მწვანე ჩაი

რაც უფრო მეტი ცხიმია ორგანიზმში, მით უფრო რთულია მადის გაკონტროლება. მიირთვით მწვანე ჩაი, რომელიც ცხიმებთან ბრძოლის უძველესი საიდუმლო იარაღია, რადგან უნიკალური კატეჰინების წყალობით ანთავისუფლებს ცხიმოვან უჯრედებს და აძლიერებს ღვიძლს, რომელიც ცხიმებს საჭირო ენერგიად აქცევს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილი რძე

შემთბარ რძეში ის საჭირო ნაერთებია, რომლებსაც ჭარბად დაგროვილი ცხიმებიც გამოაქვს და მნიშნველოვნადაც ამსუბუქებენ ორგანიზმს.

ბანანი

დეპრესისა და სტრესის მიზეზი ხშირად ხდება მომნელებელი სისტემის არასწორი მუშაობა, ბანანი კი, ის ხილია, რომელიც რეზისტენტული სახამებლის (საუკეთესო ნახშირწყალის) საშუალებით აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმებებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g