”ბანკი რესპუბლიკა” მომხმარებელს ”ელიტ ელექტრონიქსსა” და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელს ”ვულევუსთან” ერთად, ერთობლივ აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ”ბანკი რესპუბლიკა”, საყვარელი ადამიანისთვის ვალენტინობის მისალოცად მომხმარებელს განვადების განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
”ყველა ვინც 12 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით ისარგებლებს ”ბანკ რესპუბლიკის” განვადებით, ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიებში ისარგებლებს 24-თვიანი განვადებით , დამტკიცების და წინასწარი შენატანის გარეშე, ასევე საჩუქრად მიიღებს სუნამოებს, ”ვულევუს” მუდმივ, 21-პროცენტიან ფასდაკლების VIP ბარათს და 100-ლარიან ვაუჩერს, ასევე რომანტიკულ ვიქენდს, ყაზბეგში, სასტუმრო “რუმსში”, – განაცხადეს ”ბანკ რესპუბლიკაში”.
მათივე ინფორმაციით, ყველა ვინც ამ პერიოდში ისარგებლებს განვადებით, ”ბანკ რესპუბლიკის” 1700-მდე პარტნიორ მაღაზიასა და მომსახურების ობიექტში მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს 24-თვიანი განვადებით, დამტკიცების და წინასწარი შენატანის გარეშე.