LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გახსნისთვის ემზადება – დარჩა 4 დღე

76

საუკუნის პროექტად წოდებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გახსნისთვის ემზადება. ოფიციალური ცერემონია 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში შედგება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

არსებული ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველი სატვირთო მატარებელი გაივლის.  ღონისძიებაში, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის-საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებით აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.

პოპულალურები