პაპარაცებმა ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილი ნიუ-იორკში პაემნის დროს დააფიქსირეს. ახალგაზრდები მანჰეტებზე სეირნობდნენ და ბევრს ლაპარაკობდნენ. უცნობ ბიჭს გრძელი მოსასხამი ეცვა და ნაქსოვი ქუდი ეხურა. რაც შეეხება მალიას, ის მოსახერხებელ ჯინსებსა და კედებში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის 18 წლის ქალიშვილი ამ დროისთვის ჰარვი ვაინშტაინის საპროდიუსერო კომპანიაში სტაჟირებას გადის.
