LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბარა სამხარაძე: „მეექვსედ ტარდება „ჰერეთობა“ ჩემს რაიონში, მე კი მხოლოდ ერთხელ დამიკავშირდნენ… საინტერესოა, ვის ითხოვს ხალხი  და ვისი სურვილებია გათვალისწინებული…“

1316
ბარბარა სამხარაძე

ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, როგორ არ იწვევენ მას კონცერტზე, რომელიც მის მშობლიურ მხარეში ტარდება:

„15 წლის ვიყავი, როცა გავხდი „ნიჭიერი 2016“-ის გამარჯვებული მის შემდეგ გავიდა 6 წელი.

მეექვსედ ტარდება „ჰერეთობა“ ჩემს რაიონში, მე კი მხოლოდ ერთხელ დამიკავშირდნენ, ისიც მაშინ, როცა კონტრაქტით უფასოდ სიმღერა მეკრძალებოდა და ერთ სიმღერაში 500 ლარი მოვითხოვე, და 2 სიმღერას „ვჩუქნიდი“.

რა თქმა უნდა, ვერ მოვრიგდით -„500 ლარად ხალხი ბარბარას არ ითხოვსო“.

შემდეგ იყო ბევრი ფესტივალი და ჩემი  მომღერალი მეგობრების კონცერტები ჩემსავე რაიონში…

დღეს დასავლეთ საქართველოში უფრო ბევრჯერ მიმღერია, ვიდრე კახეთში.

P.S. კახეთში მხოლოდ ერთხელ ვიმღერე, ისიც კორპორატიულზე.

საინტერესოა, ვის ითხოვს ხალხი  და ვისი სურვილებია გათვალისწინებული“.

,,როცა ოთახში მარტო იქნებით, უიმედობა შეგიპყრობთ და ცხოვრებაზე ხელს ჩაიქნევთ, გამიხსენეთ მე, ერთი სოფლელი გოგო, რომელმაც სიმღერა სავარცხელით და ჯოხებით დაიწყო” – ბარბარა სამხარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g