LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბრა სტრეიზანდი ,,ოსკარებზე” იმღერებს და პატივს რობერტ რედფორდის ხსოვნას მიაგებს

220
photo-collage.png

,,ოსკარების” 98-ე დაჯილდოებაზე, რობერტ რედფორდის ტრიბიუტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ბარბრა სტრეიზანდი მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯილდოების მემორიალურ ნაწილში სტრეიზანტი პატივს რედფორდის ხსოვნას, მუსიკალური ნომრით მიაგებს.

რობერტ რედფორდი შარშან, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩვენ იმდენად განსხვავებულები ვიყავით… ვცდილობდით ერთმანეთზე მეტი გაგვეგო, ზუსტად ისე, როგორც ამას ფილმის გმირები აკეთებენ“ – 83 წლის ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდს ემშვიდობება

აღსანიშნავია, რომ რობერტ რედფორდი და ბარბრა სტრეიზანდი 1973 წლის მელოდრამით – „როგორები ვიყავით“ (The Way We Were), ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო წყვილად ითვლებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ რეალურ ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონიათ, მათმა ეკრანულმა ქიმიამ და მრავალწლიანმა მეგობრობამ კინოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული, რობერტი კი ინტიმურ სცენაში მისგან თავს იცავდა – დრამის, „როგორები ვიყავით“ აქამდე უცნობი დეტალები

ამასთან, მათ მხოლოდ ერთ პროექტში ითანამშრომლეს, თუმცა მათი კავშირი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა.

მოარული ხმების თანახმად, ბარბრა საღამოზე სწორედ ფილმის მთავარ მუსიკალურ თემას – The Way We Were შეასრულებს. სიმღერა, რომელიც კინოსურათისთვის თავად სტრეიზანდმა ჩაწერა, მსოფლიო ჰიტად იქცა და ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოც („ოსკარი“) მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ ბარბრას The Way We Were ,,ოსკარებზე” უკვე აქვს ნამღერი. 2013 წლის დაჯილდოების მემორიალურ ნაწილში მან პერფორმანსი კომპოზიციის თანაავტორის, მარვინ ჰამლიშის ხსოვნის პატივსაცემად გამართა.

შეგახსენებთ, რომ 98-ე ,,ოსკარები” 15 მარტს, ლოს-ანჯელესში ჩატარდება.

98-ე ,,ოსკარების” ნომინანტები ცნობილია – ნომინაციებს რაოდენობით ,,ცოდვილნი” ლიდერობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები