LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსა ჩემპიონია

79

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო შეხვედრებში კვლავ ჩვეულად ათამაშებულმა კატალონიურმა გრანდმა გადამწყვეტი თამაშიც მოიგო და შესაბამისად ლა ლიგის გამარჯვებული გახდა. მადრიდის „რეალის“ 12-მატჩიანი მოგებათა სერია და ბოლომდე დევნა მაინც ამაო გამოდგა. „ბარსელონამ“ „რეალს“ ერთი ქულით გაასწრო.

ბოლო ტურში „სამეფო კლუბი“ ლა კორუნიაში ჩავიდა და „დეპორტივოსთან“ კრიშტიანო რონალდოს ორი გოლით მოიგო (მე-7 და 25-ე წუთები). სამაგიეროდ სამი გოლი გაიტანა და „ბარსას“ საჩემპიონო თამაში მოაგებინა ლუის სუარესმა. აწყვეტილი ურუგვაელი ფორვარდის ჰეთ-თრიკით „ბლაუგრინამ“ სტუმრად „გრანადას“ 3:0 მოუგო და ისტორიაში 24-ედ გახდა ჩემპიონი. თავად სუარესი კი პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია 40 გოლით. ეს კი თავის მხრივ საკმარისია იმისთვის, რომ ევროპის საუკეთესო გოლეადორიც მკბენარე სუარესი გახდეს და „ოქროს ბუცი“ ჩაიბაროს.

ახლა ესპანეთის ჩემპიონს 22 მაისს სამეფო თასის ფინალი ელის „სევილიასთან“.

ესპანეთს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ვილიარეალი“ წარადგენს, ევროპალიგაზე კი ქვეყნის ღირსებს ბილბაოს „ატლეტიკი“ და ვიგოს „სელტა“ დაიცავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები