”ბარსელონამ” UNICEF-თან თანამშრომლობა გააგრძელა.
კატალონიელები ბავშვთა ფონდს წლიურად 2 მილიონ ევროს მისცემენ.
”ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა იუნისეფთან 2020 წლამდე შეთანხმების პროლონგაციის შესახებ განაცხადა. კლუბი შეწირულობას ზრდის.
წინა შეთანხმება 2013 წლამდე მოქმედებდა. მის თანახმად, ”ბარსელონას” მაისურზე ორგანიზაციის სახელწოდება ქონდა განთავსებული.