LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარსელონა“ ფინანსურ რეიტინგში პირველია: მსოფლიო ფეხბურთს ფინანსები დაუჯამეს

116
BARCELONA, SPAIN - NOVEMBER 5: (L-R) Gerard Pique of FC Barcelona, Lionel Messi of FC Barcelona, Sergi Roberto of FC Barcelona, Antoine Griezmann of FC Barcelona  during the UEFA Champions League  match between FC Barcelona v Slavia Prague at the Camp Nou on November 5, 2019 in Barcelona Spain (Photo by Jeroen Meuwsen/Soccrates/Getty Images)

საერთაშორისო საკონსალტინგო კომპანია Deloitte-მა მსოფლიო ფეხბურთში 2019/20 წლების ფინანსური შედეგები დააჯამა.

ყველაზე დიდი შემოსავალი „ბარსელონას“ დაუფიქსირდა (715.1 მლნ ევრო). მეორე ადგილზეა მადრიდის „რეალი“ (714.9 მლნ ევრო), მესამე აღმოჩნდა „ბაიერნი“ (634.1 მლნ ევრო).

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური გრანდი პირველ ადგილზეა, მას მაინც დიდი ფინანსური სადარდებელი აქვს. კლუბის ვალი 1.2 მილიარდ ევროს აღწევს, გუნდს ხელფასების დარიგებაც გაუჭირდა და კიდევ ერთი დიდი თავის ტკივილი ლეო მესის შენარჩუნებაა.

მესი და მისი ოჯახი ფრანგულს სწავლობენ: რატომ თუ ინგლისში მიდის ან ესპანეთში რჩება?

 

ფინანსური მაჩვენებლით 20 საუკეთესო კლუბი ასე გამოიყურება:

1 (1). «ბარსელონა» – 715,1 მლნ ევრო (840,8 – 2018/19-ს სეზონში);

2 (2). «რეალი» – 714,9 (757,3);

3 (4). «ბაიერნი» – 634,1 (660,1);

4 (3). «მანჩესტერი» – 580,4 (711,5);

5 (7). «ლივერპული» – 558,6 (604,7);

6 (6). «სიტი» – 549,2 (616,6);

7 (5). «პსჟ» – 540,6 (635,9);

8 (9). «ჩელსი» – 469,7 (513,1);

9 (8). «ტოტენჰემი» – 445,7 (521,1);

10 (10). «იუვენტუსი» – 397,9 (459,7).

11 (11). «არსენალი» – 388 (445,2);

12 (12). «ბორუსია» დორტმუნდი – 365,7 (371,7);

13 (13). «ატლეტიკო» – 331,8 (367,6);

14 (14). «ინტერი» – 291,5 (364,6);

15 (-). «ზენიტი» – 236,5 (180,4);

16 (15). «შალკე» – 222,8 (324,8);

17 (19). «ევერტონი» – 212 (210,5);

18 (17). «ლიონი» – 180,7 (220,9);

19 (20). «ნაპოლი» – 176,3 (207,4);

20 (-). «აინტრახტი» – 174 (182,2).

შენიშვნა: ფრჩხილებში მითითებულია კლუბის ადგილი წინა წლის რეიტინგში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები